ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ქუთაისში, ნიღბიანი კაცი „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალში შეიჭრა და თანხის წაღება სცადა

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში ნიღბიანი კაცი შევიდა და დაყაჩაღება სცადა.

გავრცელებული ცნობით, მან თანხის წაღება ვერ მოახერხა და დაცვის თანამშრომლის დანახვის შემდეგ, ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე პოლიცია მუშაობს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით.