ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე სააავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სადაც კლდოვანი ფერდის გამაგრების
სამუშაოები მიმდინარეობს, სააავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მიზეზად უხვი ნალექის გამო, მიწის მასა ჩამოშლა დასახელდა.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს, 18:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის გამოყენებით“, - აცახდებენ მერიაში.