გმირთა მოედანზე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია უფრო მასშტაბური გახდა. აქციის მონაწილეებმა გზა ყველა მიმართულებით გადაკეტეს.
საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია ესტაკადაზე, ასევე ვარაზისხევის, ლაგუნას ვერეს, თამარ მეფის გამზირის, კოსტავას ქუჩის მიმართულებით. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.