„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეები სხვადასხვა მიმართულებით გზებს კეტავენ.
ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებმა გზა კოსტავას გამზირზე გადაკეტეს, მანამდე კი გმირთა მოედნის პარალიზება რამდენჯერმე სცადეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. გავრცელებული ცნობით, დაკავებულია ერთი დემონსტრანტი.