ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რატი ბრეგაძე: სტრასბურგის გადაწყვეტილება დასტურია, რომ სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება სიმართლის გამარჯვებით დასრულდა

,სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოში სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

რატი ბრეგაძის შეფასებით, უსამართლობისა და სიცრუის ბრძოლა სიმართლის გამარჯვებით დასრულდა.

„ჩვენ ყველანი ვიყავით მომსწრე იმ მრავალმინიონიანი კამპანიისა, რომელიც წარმოებდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და რომელიც მიმართული იყო მსჯავრდებულ სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებისკენ, რომელიც, ასევე, მართული იყო ქვეყნის გარედან. საბოლოო ჯამში, დღევანდელ დღეს ყველამ დაინახა, რომ ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით, რომ სიმართლე იყო ქართული სახელმწიფოს მხარეს, ვფიქრობ, ამაში ყველა ერთხმად დარწმუნდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც მიუხედავად ძალიან დიდი ზეწოლისა იმ პერიოდში, თავის საქმიანობას ახორციელებდა პირნათლად და პატიონსად საკუთარი სახელმწიფოს წინაშე“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა.