reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარია ზახაროვა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ: „მოსკოვი დაარტყამს დიდი ბრიტანეთის ობიექტებს, თუკი მათი იარაღი უკრაინის არმიის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე იქნება გამოყენებული. იქნება ეს ობიექტები უკრაინის ტერიტორიაზე თუ მის ფარგლებს გარეთ“.
მაისის დასაწყისში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა ღიად განაცხადა, რომ კიევის ხელისუფლებას სრული უფლება აქვს, მათთვის გადაცემული ბრიტანული იარაღი უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზევე დაბომბვებისთვის გამოიყენოს.
რუსეთი კემერონის განცხადებით აღშფოთდა და განაცხადა, რომ სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გადაწყვიტა ტაქტიკური-ბირთვული იარაღის გამოყენების იმიტაციით წვრთნები ჩაეტარებინა.