ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ოლივერ ვარჰეი ანკარაში ჩავიდა

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ანკარაში ჩავიდა. ის უკვე შეხვდა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს.

ამის შესახებ ვარჰეიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

„კარგია ანკარაში დაბრუნება. სასიამოვნო იყო ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრა, რათა კიდევ ერთხელ გვემსჯელა ევროკავშირ-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე“, - დაწერა ვარჰეიმ X-ზე და შესაბამისი ფოტოებიც გამოაქვეყნა.

ევროკავშირის მისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს ევროკომისიის წევრის მეოთხე ოფიციალური ვიზიტია თურქეთში ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რაც აჩვენებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ევროკავშირი თურქეთთან პარტნიორობას ანიჭებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოლივერ ვარჰეი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფადინი ერთობლივ პრესკონფერენციასაც ჩაატარებენ.