რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინიტრს, ირაკლი კობახიძეს სატელეფონო საუბარი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან არ ჰქონია.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X -ზე წერს.
„შემიძლია გამოვრიცხო, რომ ეს არის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსი ბორელი. საქართველოს პრემიერ კობახიძესთან მას სატელეფონო საუბარი არ ჰქონია", - წერს იოზვიაკი.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც მისი მტკიცებით, ერთ-ერთმა ევროკომისარმა მასთან სატელეფონო საუბარში ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“
I can rule out that this is the 🇪🇺 foreign policy chief Josep Borrell. He has not had any phone conversations with 🇬🇪 PM Kobakhidze https://t.co/uldZsmJMoM
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) May 23, 2024