ოპოზიციონერი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმიანება, სადაც ირაკლი კობახიძე ევროკომისართან საუბრის დეტალებზე, მათ შორის მუქარაზე საუბრობს.
როგორც ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მასაც ემუქრებიან მოკვლით, თუმცა „ევროკომისარი და გლობალური ომის პარტია ჯერ არ შეხმიანებია, საეჭვოდ სდუმან“.
„ეს ერთი თვეა ხან ვინ შემომითვლის, შენს მოკვლას აპირებენო, ხან ვინ... რა ვერსია აღარ მოვისმინე — ხან სუს-ი მიპირებს მოკვლას, ხან ნაცები, ხან რუსები და ხან მანჯურიელები. ვუსმენ, ვუღიმი, მადლობას ვეუბნები ზრუნვაზე და განვაგრძობ ცხოვრებას.
ევროკომისარი და გლობალური ომის პარტია ჯერ არ შემხმიანებიან, საეჭვოდ სდუმან.
პრემიერ-მინისტრი რომ ხარ, ბიჯო, რამდენჯერაც რაღაცის შეგეშინდება, ყველაფერზე ოფიციალური განცხადება კი არ უნდა გამოსდო. პარანოია ჰქვია მაგას, შიშისგან დამართული ელეთმელეთი. ვერაა კაი ამბავი ეგ. გწყენს, ხომ ხედავ, პოლიტიკა უკვე და მოეშვი, თავს მიხედე. ძალიან გაწვალებთ უკვე ყველას ის ბოროტი კაცი და მოერიდოთ აწი, ჯობია. ქიხიაა უკვე“, - წერს ელისაშვილი.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც მისი მტკიცებით, ერთ-ერთმა ევროკომისარმა მასთან სატელეფონო საუბარში ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“