ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ანა ნაცვლიშვილი კობახიძის განცხადებაზე: კრემლში დაწერილი დეზინფორმაციაა

ადამიანებს, ერთი შეხედვით, შეიძლება მოეჩვენოთ, რომ კობახიძეს სჭირდება სამედიცინო დახმარება ან ეს თემა გადავიდეს იუმორის ჟანრში, თუმცა, რასაც კობახიძე აკეთებს, ძალიან სტრუქტურირებული, გამიზნული, კარგად მოფიქრებული, კრემლში დაწერილი დეზინფორმაციაა, - ასე ეხმიანება ,,ლელოს” წევრი, ანა ნაცვლიშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც ირაკლი კობახიძე ევროკომისართან საუბრის დეტალებზე, მათ შორის მუქარაზე საუბრობს.

ნაცვლიშვილის თქმით, კობახიძე კრემლის პროპაგანდისტია, რომელსაც მოუწევს დაემშვიდობოს ძალაუფლებას, არჩევნების გზით.

,,მინდა გაგაფრთხილოთ, რომ სწორედ ეს არის რუსული დეზინფორმაცია, რომელიც წარმოუდგენელ ბოდვად და აბსურდად ჩანს, მაგრამ მას აქვს ძალიან შორს მიმავალი და ძალიან მავნებლური მიზნები ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებით. კრემლის დეზინფორმაციის გამავრცელებელი კობახიძე არ არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ის არის კრემლის პროპაგანდისტი, რომელსაც მოუწევს დაემშვიდობოს ძალაუფლებას არჩევნების გზით”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.