„გააფერადე მომავალი“ - ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.
მათ ცენტრალური პარკის კოლონადებთან სხვადასხვა თემატიკაზე ნახატები შექმნეს, პროცესის დასრულების შემდეგ კი, ნიშნად ფერადი მომავლისა, შავებში შემოსილი მსახიობი საღებავებით გააფერადეს.
სტუდენტების თქმით, პერფორმანსი ქვეყანაში დღეს არსებული იმ რეალობის გამოძახილია, რომელშიც საზოგადოებას უწევს ცხოვრება.
ავტორი: სულხან მესხიძე