თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ და აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ახალგაზრდების საპროტესტო განწყობას უკვე შეუერთდნენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებიც.
„სამწუხაროდ ჩვენი უნივერსიტეტი ზურგს არ გვიმაგრებს, რის გამოც გვიწევს გავითვალისწინოთ ის სტუდენტებიც, რომელთაც სურთ შემოგვიერთდნენ, თუმცა გამოცდების საკითხის პრობლემა დგას.
ამის გათვალისწინებით უნივერსიტეტში ვაგრძელებთ სამოქალაქო პროტესტ, იმისათვის, რომ მეტი სტუდენტი და აკადემიური პერსონალი შემოგვიერთდეს. პროტესტის მუხტი უნდა იგრძნობოდეს ყველგან, მათ შორის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში."
სტუდენტების საპროტესტო განწყობას უკვე შეუერთდნენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებიც.
თელაველმა სტუდენტებმა უნივერსიტეტის შესასვლელთან, დღეს, 15 მაისს, 10:00 საათზე უკვე გამართეს საპროტესტო აქცია და დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, საღამოს 17:00 საათზე კი სტუდენტები შეიკრიბებიან თელავის მერიასთან და რუსული კანონის წინააღმდეგ საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ.
ვაჩვენოთ ჩვენი ძალა რუსულ მთავრობას და მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროპულ გზას! საქართველო ჩვენია! ვიკრიბებით თელავის მერიასთან, დღეს 15 მაისს 17:00 საათზე" - ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში.
ავტორი: ტასო მოდებაძე