ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

SabaUni-მ სასწავლო პროცესი შეაჩერა: დაუშვებლად მივიჩნევთ აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, 20 მაისამდე სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

როგორც საბაუნი წერს, აკადემიური საბჭო აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას დაუშვებლად მიიჩნევს.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აკადემიური თავისუფლების განუყოფელი ნაწილია. ვემიჯნებით ნებისმიერ მოწოდებას ან ქმედებას, რომელიც ამ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, 20 მაისამდე, საბაუნიში სასწავლო პროცესი შეჩერებულია“, - აღნიშნულია განცხადებაში.