აშშ-ის სენატი საქართველოს მთავრობის ლიდერების წინააღმდეგ ორპარტიულ სასანქციო პაკეტს განიხილავს.
გამოცემა Politico წერს, რომ პაკეტი - „ქართველი ხალხის აქტი" სენატს დღეს წარედგინება. მისი სამიზნეები კი ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეშლაში, ასევე ისინი, ვინც ხელი შეუწყო რუსული კანონის მიღებას და დგანან კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის უკან.
კერძოდ, Politico წერს, რომ სენატის კანონპროექტი ითვალისწინებს სამოგზაურო აკრძალვებს და სხვა სანქციებს ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან “ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ხელის შეშლისთვის” და “კორუფციისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის და უცხოური აგენტების კანონის წინ წაწევისთვის ან მისი მიღებისთვის ხელშეწყობაში.”
კანონპროექტი ასევე მოითხოვს აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის პერმანენტულ შეჩერებას, რომლის საშუალებითაც ქვეყნები ერთად მუშაობდნენ უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებზე..
სტატიაში აღნიშნულია, რომ პაკეტში ასევე ნაგულისხმევი იქნება აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული დიალოგის პერმანენტული გაუქმება, ხოლო, ამასთანავე, გამოიყოფა 50 მილიონი დოლარი, რისი მიზანიც, საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაა.
Politico ხაზგასმით წერს, რომ ქართული ოცნების მიერ შემოღებული რუსული კანონი მსგავსია იმ კანონისა, რომელსაც რუსეთი სამოქალაქო საზოგადოების გასაჩუმებლად და კრიტიკული ხმის ჩასახშობად იყენებს, ხოლო შსს-მ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების დაშლისას, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეისთან ერთად, მომიტინგეების მიმართ ძალადობრივი ხერხები გამოიყენა.