ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმიანება და შარლ მიშელს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ჯოზეფ ბორელს მიმართავს.
„არის შანსი იმისა, რომ ევროკავშირმა ისეთივე სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესოს „ქართული ოცნების“ ლიდერებს, როგორც აშშ-მა გააკეთა? უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთან დაკავშირებით ზომების შეთანხმება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
როგორც სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს.
Any chance @JosepBorrellF @eucopresident @vonderleyen that the EU 🇪🇺 implements a similar travel for GD leadership as the USA 🇺🇸 did? Would be extremely important to align measures re 🇬🇪 with our Western partners @EU_Commission @EUCouncil @Europarl_EN https://t.co/TJF80FLEtW
— Viola von Cramon 🇺🇦🇪🇺🇮🇱 (@ViolavonCramon) May 24, 2024