ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ აშშ-სგან სანქციებს არ ელოდება

ნამდვილად არ ველოდები, არ მგონია, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტების კითხვას, ელოდება თუ არა, ის სანქცირებულთა სიაში საკუთარ თავს.

„რატომ გგონიათ, რომ ვერ ჩავალ? თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ მე ჩავალ თუ არა? ბლინკენს ბევრი რამე შეუძლია, მაგრამ ის, რომ ინდივიდუალურ ადამიანებზე და ნებისმიერი თანამდებობის პირზე ჩავიდნენ, მსგავს გადაწყვეტილებას [არ ვიცნობ]. არ მგონია, რომ პირად სანქციაზე იყოს, რადგან არ ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის სანქციები ადეკვატურია, რომ ფინანსთა მინისტრს, ან მისს მოადგილეს [დაუწესდეს], თუ მას რამე კონკრეტული დანაშაული არ მიუძღვის“, - განაცხადა კაკაურიძემ

როგორც სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს.