ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

დიდ ბრიტანეთში წინასაარჩევნო გამოკითხვებში ოპოზიცია ლიდერობს

Reuters-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის ოპოზიციური „ლეიბორისტული“ პარტია, პრემიერ სუნაკის მმართველ „კონსერვატორებს“, სოციალური გამოკითხვების თანახმად, გამოკითხვებში 17 პროცენტით უგებს.

რიში სუნაკის მიერ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემდეგ, ეს საზოგადოებრივი აზრის პირველი გამოკითხვა იყო. არჩევნები გაერთიანებულ სამეფოში 4 ივლისს ჩატარდება.

სოციალური გამოკითხვა კომპანია More in Common-მა ჩაატარა, რომელშიც 2 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აღმოჩნდა, რომ ლეიბორისტული პარტიის რეიტინგი 44 %-ია, კონსერვატორების - 27 %, პარტიას „რეფორმები დიდი ბრიტანეთისთვის“ მხარს უჭერს - 10 %, „ლიბერალ-დემოკრატებს“ - 9 %, „მწვანეთა პარტიას“ კი - 5 %.