ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

Reuters: პუტინი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ბრძოლის გაგრძელებაც შეუძლია

სააგენტო Reuters-ი ვლადიმირ პუტინის გარემოცვაში მყოფ რუს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს: რუსეთის პრეზიდენტი მზადაა, შეაჩეროს საბრძოლო მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე, ოღონდ ერთი პირობით - უნდა გაიმართოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, სადაც „კოლექტიური დასავლეთი“, პლუს ოფიციალური კიევი, დათანხმდება მხარეთა ამჟამინდელ დე-ფაქტო მდგომარეობას, რომელიც საბრძოლო მოქმედებათა შედეგად გამოიკვეთა.

ინკოგნიტო წყაროები აცხადებენ იმასაც, რომ თუკი კრემლი შეთავაზებაზე უარს მიიღებს, პუტინი მზადაა, „ომი განაგრძოს იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება“.

რუსი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ პუტინი იმედგაცრუებულია დასავლეთის სახელმწიფოების პოზიციით, რომლებიც მხარს უჭერენ ვოლოდიმირ ზელენსკის. უკრაინის პრეზიდენტი მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების კატეგორიული წინააღმდეგია.