ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ნილ უოტსონი: „ქართული ოცნება“ პრორუსული პარტიაა. ეს კანონიც იმის ანარეკლია, რაც რუსეთში ბოლო ათწლეულები ხდება

სანქციებს, რა თქმა უნდა, ექნება ძირითადი გავლენა საქართველოს ეკონომიკასა და ხალხის ცხოვრების ხარისხზე,- ამის შესახებ ჟურნალისტმა და პოლიტოლოგმა ნილ უოტსონმა  TV 24 - თან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს სანქციები საქართველოს უბიძგებს რუსეთთან დაახლოებისკენ, მასზე დამოკიდებული რომ გახდეს.

მისივე თქმით, სწორედ ეს განსაკუთრებულ ღელვას იწვევს.

„ეს განსაკუთრებულ ღელვას იწვევს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს 1991 წლიდან ცდილობს დამოუკიდებლობის მოპოვებას. ახლა კი რუსეთის ქოლგის ქვეშ ექცევა და მასზე დამოკიდებული ხდება, რადგანაც საქართველო, როგორც ვიცი ბუნებრივი რესურსებით მდიდარი არ არის. ეჭვს არ იწვევს, რომ მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ პრორუსული პარტიაა. ეს კანონიც იმის ანარეკლია, რაც რუსეთში ბოლო ათწლეულები ხდება. ილუზიაა ის, რომ ეს კანონი საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებაში დაეხმარება, პირიქით, უკან რუსეთისკენ ექაჩება. შემიძლია ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის მარიონეტია. ეს რუსეთის ბოლო შანსია სამხრეთ კავკასიაში გავლენის შესანარჩუნებლად. რუსეთმა დაკარგა სომხეთი, რომელიც ევროკავშირისკენ მიისწრაფვის. რუსეთმა გააცნობიერა, რომ აზერბაიჯანიც ვერ იქნება მისი სანდო მეგობარი ამ რეგიონში, მასთან მხოლოდ ბიზნეს ურთიერთობები აკავშირებს. საქართველო რჩება ბოლო შანსი რეგიონში. მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქუჩების გარდა თავიანთი ხმა ინტერნეტის საშუალებით, სოციალურ მედიაშიც მიაწვდინონ, რომ „ქართული ოცნების“ ამ კანონით მათი მომავალი და თავისუფლება საფრთხეშია“, - განაცხადა ნილ უოტსონმა.