ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ზურაბ აბაშიძე: არავინ ივაჭრებს ქვეყნის მშვიდობითა და დამოუკიდებლობით

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი „სატელიტი პარტიები“ „ქართული ოცნების“ წევრებს ხელისუფლების პოლიტიკისგან გამიჯვნისკენ მოუწოდებენ.

„დღეს ოპოზიციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წევრებს ხელისუფლებისგან გამიჯვნას, სანაცვლოდ კი ამერიკის შეერთებულ შტატებთან შუამდგომლობას გვთავაზობს. მინდა მათ ვუთხრა, რომ არავინ ივაჭრებს ქვეყნის მშვიდობითა და დამოუკიდებლობით. ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. საქართველო განიმტკიცებს სუვერენიტეტს და აუცილებლად გახდება ევროპის ნაწილი“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.