პარლამენტის წევრ რომან გოცირიძის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულ ბანკს 2024 წლის აპრილში ნაყიდი 7 ტონა ოქროს საქართველოში ჩამოტანა სურს, მაგრამ ვერ ახერხებს იმის გამო, რომ შესანახი პირობები არ გააჩნია.
გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სადეპუტატო შეკითხვაზე არ უპასუხა, მიზეზად კი "სახელმწიფო საიდუმლოება" დაასახელა, რადგან ხელმძღვანელობას ამით საკუთარი არაპროფესიონალიზმის დამალვა სურდა.
დეპუტატის მტკიცებით, ეროვნულმა ბანკში ოქროს ყიდვამდე არ უზრუნიათ, რომ ძვირფასი ლითონის შესაბამისი სტანდარტის პირობებში შენახვის საშუალება ჰქონოდათ. ექსპერტების რჩევით, შესაბამისი საცავის მომზადებამდე, პროცესი შეჩერდა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოქრო საბაზრო ღირებულებას დაკარგავდა.