ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ირაკლი კობახიძემ თსუ-ს მეორე კორპუსი პროტესტის ფონზე დატოვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყოველ შაბათს ლექციას ატარებს, დილიდან პოლიციაა მობილიზებული. 

,,აგენტების შესახებ" კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტები დღეს ისევ თსუ-ს მეორე კორპუსთან შეიკრიბნენ, რათა კობახიძეს პროტესტით დახვედროდნენ. 

კობახიძე უნივერსტიტეტში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ფონზე შევიდა. არსებული ინფორმაციით, პრემიერმა ლექცია პარტიულ აქტივსა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩაუტარა. შემდეგ კი შენობა შეძახილებისა და პროტესტის ფონზე დატოვა.