ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზებული მარშრუტით პირველი სატვირთო მატარებელი თურქეთში ჩავიდა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზებული მარშრუტით პირველი სატვირთო მატარებელი თურქეთში ჩავიდა. მატარებელმა ბაქოდან ყარსში 20 კონტეინერში ჩატვირთული 632 ტონა პლასტმასის ნედლეული ჩაიტანა.

მედია წერს, რომ რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის 184 კმ-ის მოდერნიზაციასა და გაფართოებაზე მუშაობა 2023 წლის მაისიდან მიმდინარეობს და მიმდინარე წლის 20 მაისს დასრულდა. სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა.

თურქული მედია წერს, რომ ახალმა გზამ შესაძლებელი გახადა, საგრძნობლად შეემცირებინა საქონლის მიწოდების დრო აზიასა და ევროპას შორის.