პარლამენტთან „აგენტების შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო აქციას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი მსვლელობით შეუერთდა.
საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ჩვენი მომავალი ევროპაშია“, „საქართველო ჩვენია“.
მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად ვაკის პარკთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით ჯერ თსუ-სთან, ხოლო შემდეგ პარლამენტთან გადაინაცვლეს.
ამ დროისთვის, უცნობია რა გეგმები აქვთ დემონსტრანტებს.