ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი თქმით, ლატვია საქართველოს ევროპულ მომავალს მხარს უჭერს.
„გულთბილი მილოცვები ქართველ ხალხს და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომლებიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. საქართველო როდესაც გზაჯვარედინზე დგას, მე ვადასტურებ ლატვიის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისადმი, რომელიც ხალხმა აირჩია. გადაწყვეტილების დროა“, – წერს რინკევიჩსი სოციალურ ქსელ X-ში.
Warm greetings to the Georgian people and President @Zourabichvili_S celebrating Independence Day.
— Edgars Rinkēvičs (@edgarsrinkevics) May 26, 2024
As Georgia stands at crossroads I reaffirm Latvia’s support to Georgia’s European future the people have chosen.
It’s decision time 🇱🇻 🤝 🇬🇪