ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „აგენტების კანონს“ გამოეხმაურა და მას ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან შეუსაბამო უწოდა.
„საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან.
ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა გულწრფელი დისკუსიისთვის. ამავდროულად, საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას“, – წერს ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
“The Foreign Agents’ Law” adopted by 🇬🇪 parliament is incompatible with 🇪🇺 norms and values.
— Edgars Rinkēvičs (@edgarsrinkevics) May 14, 2024
The visit of 🇱🇻🇪🇪🇮🇸🇱🇹 Foreign Ministers to Tbilisi is a good opportunity for frank discussion.
Meanwhile, I urge Georgian authorities to respect right of peaceful assembly & protest.