გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი სოციალურ ქსელში წერს, რომ 13-15 მაისს, სხვა ევროპელ კოლეგებთან ერთად, საქართველოს ეწვევა.
„13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილს დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქს: თბილისს! ჩემთან ერთად ჩამოვლენ ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების პატივცემული კოლეგები.
მოუთმენლად ველი შეხვედრებს მთავრობასთან, პარლამენტთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების მამაც აქტივისტებთან”, - წერს როთი X-ზე.
May 13-15 I will visit the true capital of Europe, the city of freedom and democracy: Tbilisi!
— Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱 (@MiRo_SPD) May 7, 2024
Distinguished colleagues from other EU member states will accompany me.
Looking forward to meeting government, parliament, opposition and brave civil society activists. 🇬🇪🇪🇺🫶