ელოდება თუ არა, აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვედრას თეა წულუკიანი, - ამ კითხვაზე კულტურის მინისტრმა კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.
წულუკიანის თქმით, სანქციებს სერიოზულად ვერ აღიქვამს.
"არ მგონია, რომ ამ კითხვაზე სერიოზულად უნდა გიპასუხოთ, იმიტომ, რომ ამას სერიოზულად ვერ აღვიქვამ, ამიტომ ნახევრად ხუმრობით გიპასუხებთ და შესაბამისად, ნახევრად სერიოზულად, რომ სანქციებთან დაკავშირებით იმას ვფიქრობ, რომ მე სვანი ვარ".