ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კობახიძე პრეზიდენტზე: სამწუხაროა, როდესაც 26 მაისი, ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, გამოიყენება პოლიტიკური განცხადებებისთვის

არ მინდა, რაღაც განსაკუთრებული კომენტარები გავაკეთო ამ განცხადებებთან დაკავშირებით. ზოგადად, სამწუხაროა, როდესაც 26 მაისი, რომელიც არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე გამოიყენება პოლიტიკური განცხადებებისთვის, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, 26 მაისი არ არის პოლიტიკური განცხადებების დღე.

„ეს არ არის პოლიტიკური განცხადებების დღე, ეს არის ეროვნული დღესასწაული, სადაც ყველამ ერთად უნდა ვისაუბროთ არა პოლიტიკაზე, ვიწრო გაგებით, არამედ ჩვენს საერთო ეროვნულ ამოცანებზე,“- განაცხადა პრემიერმა.