ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სომხეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობაა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ლორეს ოლქში მდინარეები ადიდდა, რის გამოც ასობით მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. დაიტბორა რამდენიმე დასახლებული პუნქტი, განადგურდა გზები და გიდი.

წყალდიდობის გამო ადგილობრივ ხელისუფლებას საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვა მოუწია, ასევე შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერთ კაცს ამ დრომდე ეძებენ - ის ადიდებულ მდინარეში ჩავარდა.