ორბელიანების სასახლის წინ, პრეზიდენტის ინიციატივით საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზეიმო კონცერტი მიმდინარეობს. ამ წუთებში, შეკრებილებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს.
ღონისძიებაზე იმყოფებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობას იღებენ: ანიტა რაჭველიშვილი, ნინო სურგულაძე, ალექსანდრე კორსანტია, გიორგი გიგაშვილი, ანსამბლი „შავნაბადა“, სუხიშვილები, ლიზი რამიშვილი, მარიამ ქირია, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი - კახი სოლომნიშვილი.