ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სალომე ზურაბიშვილმა გიტანას ნაუსედას მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

26 მაისს ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც მოქმედმა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ხმების 76% მიიღო. ნაუსედა პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ხუთი წლით დარჩება.

„გულთბილად გილოცავთ ლიეტუვის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. ველით ჩვენი კავშირების გაღრმავებასა და ერთობლივ მუშაობას ევროკავშირთან დაახლოებისთვის, უფრო ძლიერი და უსაფრთხო ევროპული მომავლისთვის," - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე.