ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის გაერთიანება იქნება არაბუნებრივი, არაგულწრფელი და უპერსპექტივო

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება იქნება არაბუნებრივი, არალოგიკური, არაგულწრფელი და უპერსპექტივო, რადგან პრეზიდენტ ზურაბიშვილის გარშემო ერთიანდებიან ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც მას რუსეთის აგენტსა და გაყალბებული არჩევნებით მოსულს უწოდებდნენ, დღეს კი მას ოპოზიციური ფრონტის ხელმძღვანელად ასახელებენ.

„საზოგადოება ამას პასუხს ოქტომბრის არჩევნებზე გასცემს,“ - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ასეთი გაერთიანება იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა და მას პერსპექტივა არ ექნება.

ის მოუწოდებს ოპოზიციურ ფრონტს არჩევნებში სცადონ ბედი, რათა დაინახონ, რეალურად რამხელაა მათი მხარდაჭერა. ვიცე-სპიკერი ირწმუნება, რომ საქართველოში არჩევნები იქნება დემოკრატიული, თავისუფალი.