ბოლო მონაცემებით, სომხეთში ძლიერ წყალდიდობას, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა.
მედიის ცნობით, ქალაქ ალავერდში დატბორილია სახლები. ალავერდსა და ახტალში ადიდებულმა მდინარემ ხიდი ჩამოანგრია, რის შედეგადაც, სოფლები დაიტბორა. პარარელურად, ტავუშის რეგიონში ჩამოინგრა 2 ხიდი, დაინგრა 3 საცხოვრებელი სახლი, დაიტბორა 45.
სომხეთის შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სტიქიის ზონაში, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩავიდა.