სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შვეულმფრენმა დაუგეგმავი დაშვება განახორციელა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფაშინიანის შვეულმფრენი ვანაძორში დაფრინდა, მიზეზად კი უამინდობა დასახელდა.
„ახლა ჩვენ მანქანით მგზავრობას ვაგრძელებთ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ფაშინიანი მოგვიანებით ტავუშის რეგიონში ჩავიდა, სადაც სოფელ ბაგანისის სკოლაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი.