ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

აზერბაიჯანმა სომხეთის საზღვართან ახლოს, კიდევ ოთხ სოფელზე დაამყარა კონტროლი

24 მაისს აზერბაიჯანული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ყარაბაღის რეგიონში კიდევ ოთხ სოფელზე დაამყარეს კონტროლი, რომლებზეც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დე-ფაქტო სომხური იურისდიქცია ვრცელდებოდა.

ინფორმაციას ადასტურებს ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი, მაღალჩინოსანი, რომელიც ბაქოს მხრიდან სომხეთთან საზღვრის დემარკაციის პროცესს ხელმძღვანელობს.

მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, თავის მხრივ, სომეხმა მესაზღვრეებმა 24 მაისსვე დაიწყეს ტავუშის ოლქის სამი სოფლის კონტროლი.

ორივე მხარემ, როგორც სომხურმა ისე აზერბაიჯანულმა, აღნიშნული რაიონებიდან უკვე გაიყვანეს საკუთარი შეიარაღებული ძალები და ტერიტორიის კონტროლი მესაზღვრეებს გადააბარეს.