სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება, რომელსაც სტუდენტებიც შეუერთდნენ.
ერევანში მიმდინარე პროტესტი მონაწილეებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს თანამდებობიდან წასვლისთვის ვადა გუშინ 20:00 საათამდე მისცეს. ეს მოთხოვნა აქციაზე არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალასტიანმა გამოაცხადა. ამასთან, მისივე თქმით, 10 მაისიდან სომხეთში დაუმორჩილებლობის აქციები გაიმართება.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საზღვრის დემარკაციის შეთანხმებას. ამ დოკუმენტით იკარგება კონტროლი ოთხ სოფელზე, რომლებიც საბჭოთა დროს აზერბაიჯანის ნაწილად ითვლებოდა, თუმცა 1990-იანი წლებიდან სომხეთი აკონტროლებდა.