ყოფილი საბჭოთა კავშირის სამი ქვეყნის მთავრობებმა - აზერბაიჯანმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ისინი კასპიის ზღვის ფსკერზე აპირებენ სადენის გაყვანას აპირებენ.
სამი ქვეყნის ენერგოსისტემების გაერთიანების შესახებ დოკუმენტი 1 მაისს, ტაშკენტში გაფორმდა.
აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა, ჩინგიზ ოღლი ჯაბაროვმა X-ში დაწერა, რომ ამ დოკუმენტის რეალიზება, სამივე მხარეს ურთიერთქმედების შესაძლებლობას მისცემს „მწვანე“ ენერგიის წარმოების სფეროსა და მისი ექსპორტის ორგანიზებაში აზერბაიჯანის გავლით ევროპაში, ასევე ენერგოსისტემების ინტეგრაციაში და ენერგიის განახლებადი წყაროების ეფექტურ გამოყენებაში.
ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის მონაცემებით, დოკუმენტის შესაბამისად, მონაწილეები შეისწავლიან მაღალვოლტაჟური კაბელის გაყვანის გზით კასპიის ზღვის ფსკერზე ენერგოსისტემების დაკავშირების შესაძლებლობას.
„ტექნიკური დავალების ფარგლებში, შემუშავებული იქნება სავარაუდო ბიზნეს მოდელი საერთაშორისო ტრანსმისიური დერეფნებისა (დაფინანსება, შემოსავლების ნაკადი და ფლობა) და მწვანე ენერგიის ევროკავშირის ქვეყნებში გაყიდვის შესახებ. ამის საფუძველზე, სამი ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროებმა შეიმუშავეს მემორანდუმის პროექტი აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და უზბეკეთის სისტემათშორისი გაერთიანების შესახებ“, - განაცხადა ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალმასადამ სატკალიევმა.
ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელის მონაცემებით, დღეისათვის უკვე განხილულია და შეთანხმებულია პროექტის განხორციელების საბაზისო მიდგომები.
Özbəkistana işgüzar səfərimiz çərçivəsində #Azərbaycan, #Özbəkistan və #Qazaxıstan iqtisadiyyat və energetika nazirlərinin üçtərəfli görüşündə "Azərbaycan, Qazaxıstan və Özbəkistanın enerji sistemlərinin birləşdirilməsi üzrə Əməkdaşlıq Memorandumu"nu imzaladıq. Sənədin icrası… pic.twitter.com/bPpMOMARmw
— Mikayil Jabbarov (@MikayilJabbarov) May 1, 2024