69 წლის ასაკში რუსთაველის თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და სამკურნალოდ თურქეთში იმყოფებოდა.
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე 1955 წელს ბორჯომის რაიონში დაიბადა. 1980 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. აღსანიშნავი როლებია: ჯამბაზი ("როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“), ჭეიშვილი ("საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი ("სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი ("მაკბეტი“), გელა ( "მერე რა რომ სველია სველი იასამანი“ ), ქავთარ ("ლამარა“ ), შაქრო ( "კაცია ადამიანი“ ), ჯარისკაცი ( "მეთორმეტე ღამე“), მეათე მსაჯული ("თორმეტი განრისხებული მამაკაცი“), ლადო ("ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“). 2010 წელს მიენიჭა ქ. ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.“.