პაპუა-ახალი გვინეის ეროვნული კატასტროფის ცენტრის თქმით, მასიურმა მეწყერმა 2 000-ზე მეტი ადამიანი მოიყოლა.
CNN-ის ინფორმაციით, ქვეყანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას საერთაშორისო დახმარებას სთხოვს, ვინაიდან სოფლამდე მისასვლელი მაგისტრალის დაზიანებისა და მეწყრის კვლავ გამეორების რისკის გამო სამძებრო სამუშაოები გართულდა.
მეწყერი პაპუა-ახალი გვინეის ჩრდილოეთ ნაწილში, 24 მაისს, ღამის სამ საათზე
ჩამოწვა. ადგილზე უწყვეტი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, ჯერჯერობით, მხოლოდ 6 ცხედარია ნაპოვნი.