ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პაპუა-ახალ გვინეაში მეწყერს სავარაუდოდ, დიდი მსხვერპლი მოჰყვა

BBC-ის წერს, რომ პაპუა-ახალი გვინეაში, დედაქალაქ პორტ-მორსბიდან 600 კმ-ში მძიმე ტრაგედია დატრიალდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დიდი მოცულობის მეწყერმა მიწის ქვეშ ექვსი სოფელი და ასამდე საცხოვრებელი სახლი მოაქცია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ადგილობრივი წითელი ჯვრის წარმომადგენლის განცხადებით, მსხვერპლის სავარაუდო რაოდენობაზე, ამ ეტაპზე, ლაპარაკი ძალიან რთულია.

პაპუა-ახალ გვინეის პრემიერ-მინისტრის, ჯეიმს მარაპეს თქმით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ კატასტროფის ადგილზე უკვე გაგზავნა სამაშველო ჯგუფები, რომელთა ამოცანაა მიწის მასის ქვეშ გადარჩენილთა ამოყვანა, დაღუპულთა ძებნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის აღდგენა.

საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა პაპუა-ახალ გვინეას უკვე აღუთქვეს ფინანსური, თუ ტექნიკური დახმარება.