ირანის წითელი ნახევარმთვარის ჰუმანიტარულმა მოძრაობამ უარყო ინფორმაცია,რომ თითქოს პრეზიდენტის ჩამოვარდნილი ვერტმფრენის იპოვეს.
Guardian-მა ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით დაწერა, რომ ვერტმფრენი სამძებრო ჯგუფებმა იპოვეს. მედია აღნიშნავდა, რომ ბორტზე მყოფთა მდგომარეობის შესახებ დეტალები არ იყო ცნობილი.
ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც უკან, ირანში ბრუნდებოდა.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტის კორტეჟში სულ 3 ვერტმფრენი იყო. მედიის ცნობით, დანარჩენ ორ ვერტმფრენში მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. ისინი დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ ჩაფრინდნენ.
ირანის წითელი ნახევარმთვარის მოძრაობამ უარყო ინფორმაცია ჩამოვარდნილი ვერტმფრენის პოვნის შესახებ
