ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბანგლადეშსა და ინდოეთში ძლიერმა ციკლონმა 16 ადამიანი იმსხვერპლა

როგორც BBC წერს, 26 მაისს ბანგლადეშსა და ინდოეთს ძლიერმა ქარმა და წვიმამ დიდი პრობლემები შეუქმნა. ორივე ქვეყანაში ერთად მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ბანგლადეშის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ქვეყანაში ყველაზე ცოტა 10 ადამიანის დაღუპვა დასტურდება, საერთო ჯამში კი, ოთხ მილიონამდე ადამიანი დაზარალდა, დაინგრა ათეულ ათასობით სახლი, ასი ათასზე მეტი კი დაზიანდა.

სტიქიის შედეგად ნგრევასა და უზარმაზარ ზარალს ადასტურებენ ინდოეთშიც. ყველაზე მძიმე დარტყმა მიადგა დასავლეთ ბენგალის შტატს. დაიღუპა ექვსი ადამიანი, დიდია მატერიალური ზიანიც. ციკლონმა ათასობით სახლი დააზიანა და ასეულ ათასობით ადამიანი ელექტრომომარაგების გარეშე დატოვა.