მექსიკაში, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ხორხე მაინესის წინასაარჩევნო კამპანიის დროს სცენა ჩამოინგრა. შედეგად 9 ადამიანი, დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ინციდენტი ნუევო-ლეონის შტატში მოხდა. გავრცელებული ცნობით, სცენის კონსტრუქციის ჩამონგრევა ძლიერმა ქარმა გამოიწვია.
დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. თავად პრეზიდენტობის კანდიდატი არ დაშავებულა.