Singapore Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც ლონდონიდან სინგაპურის მიმართულებით რეისს ასრულებდა, ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოჰყვა. შედეგად 1 მგზავრი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.
ბორტზე სულ 211 მგზავრი და ეკიპაჟის 18 წევრი იმყოფებოდა. ინციდენტის გამო თვითმფრინავი ბანგკოკში დაჯდა, სადაც დაშავებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.