ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბენიამინ ნეთანიაჰუმ რაფაჰზე თავდასხმას ტრაგიკული შეცდომა უწოდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ რაფაჰში დატრიალებულს ტრაგიკული შეცდომა უწოდა. მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მშვიდობიანი ადამიანები არ დაზარალდნენ, თუმცა ტრაგიკული შეცდომა მაინც მოხდა და შესაბამისი სტრუქტურები საქმეს უკვე იძიებენ.

ბენიამინ ნათანიაჰუს განცხადებას უპასუხა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, მარტინ გრიფიტსმა და ისრაელის ავიაციის მოქმედებას ომის დანაშაული უწოდა, ხოლო მომხდარისთვის „ტრაგიკული შეცდომის" დარქმევა, მისი თქმით, დაღუპულებისთვის უკვე აღარაფერს ნიშნავს.

თავდასხმა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმაც დაგმო.

ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ დაწყებული საომარი მოქმედების ფარგლებში, ისრაელის ავიაციამ ქალაქ რაფაჰზე, 26 მაისს მორიგი საავიაციო იერიში მიიტანა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, დაღუპულია 45 ადამიანი, 200-მდე კი დაშავდა.