რაფაჰზე, ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 45 პალესტინელი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. ამის შესახებ BBC იუწყება. მსხვერპლთა შორის არიან ბავშვები და ქალები.
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელმა საჰაერო იერიში იძულებით გადაადგილებული პალესტინელების ბანაკზე მიიტანა, ისრაელის მტკიცებით კი, სამიზნე ტერორისტების კომპლექსი იყო.
„ცაჰალი“„ ამბობს, რომ ავიადარტყმების შედეგად მოკლულია „ჰამასის“ 2 მაღალჩინოსანი. მანამდე „ჰამასმა“ისრაელის ცენტრალურ ნაწილზე სარაკეტო იერიში მიიტანა.