ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

იტალია პალესტინელების ჰუმანიტარული დახმარებისთვის 35 მილიონ ევროს გამოყოფს

,,როიტერის" ინფორმაციით, იტალია პალესტინელების ჰუმანიტარული დახმარებისთვის 35 მილიონ ევროს გამოყოფს. 

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის განცხადებით, იტალია განაახლებს გაერო-ს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს, UNRWA-ს დაფინანსებას.

„იტალიამ გადაწყვიტა, განაახლოს კონკრეტული პროექტების დაფინანსება, რომლებიც მიმართულია პალესტინელი ლტოლვილების დასახმარებლად, თუმცა მხოლოდ დეტალური შემოწმების შემდეგ, რაც უზრუნველყოფს, რომ არცერთი ცენტი არ მოხმარდეს ტერორიზმის მხარდაჭერას“, – განაცხადა ტაიანიმ.

მინისტრის განმარტებით, ხუთი მილიონი ევრო დაიხარჯება გაერო-ს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს პროექტებზე, დანარჩენი თანხა კი მოხმარდება ინიციატივას „საკვები ღაზისთვის“.

იტალია ერთ-ერთი ქვეყანა იყო, რომელმაც UNRWA-ს დაფინანსება შეაჩერა მას შემდეგ, რაც ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სააგენტოს რამდენიმე თანამშრომელი ისრაელზე “ჰამასის” შვიდი ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდა.