შვედეთმა დაამტკიცა უახლოეს სამი წელზე გათვლილი უკრაინის სამხედრო დახმარების 7 მილიარდი დოლარის მოცულობის დამატებითი პაკეტი. თანხა წლების მიხედვით თანაბრად გადანაწილდება, - განცხადება ამის შესახებ 22 მაისს სტოკჰოლმში გაკეთდა.
დამატებითი პაკეტის გამოცხადებამდე, სკანდინავიური სახელმწიფო ომში ჩაბმული უკრაინისთვის 2.3 მილიარდით დახმარებას აპირებდა.
მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხსენებული თანხა საჩუქარს წარმოადგენს უკრაინისთვის და ის დაიხარჯება კიევისთვის გადასაცემ შვედური წარმოების სამხედრო ტექნიკასა და უცხოეთიდან საბრძოლო მასალების შესყიდვაში.