გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი ქართველ კოლეგებს მიმართავს და მოუწოდებს, „აგენტების კანონის“ მიღებას მხარი არ დაუჭირონ.
„ჩვენთვის, პოლიტიკოსებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ხალხს ყურადღებით მოვუსმინოთ. ქართველი ხალხის მესიჯი კრისტალურად ნათელია: შეაჩერეთ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი! საქართველოს პარლამენტის ძვირფასო კოლეგებო, ისარგებლეთ დღევანდელი შანსით! დააბრუნეთ თქვენი დიდებული ქვეყანა სწორ გზაზე. საქართველოს მომავალი ევროკავშირია!“, - წერს მაიკლ როთი X-ზე.
For us politicians it’s crucial, to listen to our people carefully. The message of the Georgian people is crystal clear: Stop the foreign agent law!
— Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) May 28, 2024
Dear colleagues of the 🇬🇪Parliament, Take the chance today!
Bring your great country back on track.
The future of 🇬🇪 is 🇪🇺!